პეტრე კოლხი: ალტ-ინფოსთან/მმკ-სთან ასოცირებული პირები საპატრიარქოსგან ჩემს დასჯას ითხოვდნენ

დეკანოზი პეტრე კვარაცხელია [კოლხი] ფორმულასთან ინტერვიუში სინოდალური კომისიის გადაწყვეტილებას ისევ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მის დასჯას ალტ-ინფოსთან და მართლმადიდებელ მშობელთა კავშირთან ასოცირებული პირები ითხოვდნენ.
ს თქმით, ის ყველა სახელსა და გვარს დაასახელებს, ვინც საპატრიარქოსგან მის ეკლესიიდან განდევნას ითხოვდა. დეკანოზი ამბობს, რომ გაჩუმებას არ აპირებს და არც ეკლესიის დატოვებას გეგმავს.
“რატომ უნდა დავისაჯო მკაცრად?! მკაცრად დასასჯელები ვინ არიან – კარგად ვიცი. თუ არ იციან, სია მაქვს. მეუფე შიო და სხვა მღვდელმთავრებიც ძალიან შეწუხებულები არიან რიგი ადამიანების მისვლით საპატრიარქოში, რომ მამა პეტრე დასაჯეთ. ვინმე ბექა [ვარდოსანიძე], ძალადობრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მუდმივად მოუწოდებდა საპატრიარქოს, რომ განიდევნოს პეტრე კოლხი ეკლესიიდან. საპატრიარქოში არ უვლია, მაგრამ როგორც ჩანს სადღაც სხვაგან ხდებოდა ეს შეხვედრები. არ გამოვრიცხავ, რომ რომელიმე შეხვედრა მას ფარულადაც ჩაეწერა.
გვარებსაც დავასახელებ და კონკრეტულ ფაქტებსაც მოვიყვან. ესენი არიან ალტ-ინფოსთან და მმკ-სთან [მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი] ასოცირებულები. არ მინდა დავიჯერო, რომ მოძალადე ჯგუფების უკან დგანან კონკრეტული ეპისკოპოსები… პრინციპულად არ წავალ ეკლესიიდან. ბევრი მიიჩნევს, რომ ბევრს ვხმაურობ და ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ ჯერ საუბარი არ დამიწყია”, – თქვა დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ