პეტერ ფიშერი – მადლობა ყველას, ვინც გუშინ თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა ჩემს მიმართ – საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა, გერმანია და ევროკავშირი ამისთვის ვართ აქ

დიდი პატივისცემა და მადლობა ყველას, ვინც გუშინ ღამით თბილისში გამოვიდა, რათა მადლიერება გამოეხატა გერმანიის მიმართ და სოლიდარობა ჩემს მიმართ, – ამის შესახებ საქართველოშიო გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„გმადლობთ უცხოელ დიპლომატებზე თავდასხმების შეწყვეტის მოთხოვნისა და საქართველოს დემოკრატიისა და ევროპული გზის განვითარებაში ჩვენი წვლილის აღიარებისთვის. საქართველოს აქვს ევროკავშირის მიწვევა. გერმანია და ევროკავშირი ამისთვის ვართ აქ“, – წერს გერმანელი დიპლომატი.