პესკოვი: მოსკოვისთვის ცნობილია NATO-ს სურვილი, გააფართოოს თავისი გავლენა კავკასიაში

კრემლის სპიკერის, ს თქმით, მოსკოვისთვის ცნობილია NATO-ს სურვილი, გააფართოოს თავისი გავლენა და არასტაბილურობა შემატოს რეგიონს. ამ სიტყვებით პესკოვი კავკასიაში ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის ვიზიტს გამოეხმაურა.
“ჩვენთვის კარგადაა ცნობილი NATO-ს ზოგადი მისწრაფებები, რომ გააძლიეროს კავკასიაში თავისი ყოფნა და ეს შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს. მისი გავლენები, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სტაბილურობას შემატებს კავკასიას და სიტუაციის პროგნოზირებადობას”. – თქვა პესკოვმა.
ამავდროულად, კრემლის სპიკერმა აღნიშნა, რომ აპირებს, ყურადღება გაამახვილოს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის ინსტრუმენტებზე, რომლებიც მოსკოვს ამ რეგიონის ქვეყნებთან აქვს.