ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პატიმრობა 51 დოლარის გამო: რატომ დააკავა FSB-მ ამერიკაში მცხოვრები რუსი კოსმეტოლოგი

რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ ფონდში თან­ხის გა­და­რი­ცხვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს - 32 წლის ქსე­ნია ხა­ვა­ნამ, რო­მელ­საც რუ­სე­თი­სა და შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს, 51 დო­ლა­რი გა­და­რი­ცხა უკ­რა­ი­ნულ-ამე­რი­კუ­ლი ფონ­დის Razom-ის ან­გა­რიშ­ზე. მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალი ეკა­ტე­რინ­ბურ­გში და­ა­კა­ვეს, სა­დაც ის ოჯა­ხის მო­სა­ნა­ხუ­ლებ­ლად იმ­ყო­ფე­ბა.

FSB-ის ცნო­ბით, მან "შე­აგ­რო­ვა თან­ხე­ბი ერთ-ერთი უკ­რა­ი­ნუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც შემ­დგომ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ტაქ­ტი­კუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო ნივ­თე­ბის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის, ია­რა­ღი­სა და საბ­რძო­ლო მა­სა­ლის შე­სა­ძე­ნად უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის­თვის“.

რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულს არა­ერ­თხელ მი­უ­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ აქ­ცი­ებ­ში. ქალი ამ დრო­ის­თვის წი­ნას­წა­რი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში იმ­ყო­ფე­ბა, და­ნა­შა­უ­ლი 12-დან 20 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი აფრ­თხი­ლებს ამე­რი­კე­ლებს რუ­სეთ­ში ვი­ზი­ტის შე­სა­ხებ და ერთ-ერთ რის­კად უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის შემ­თხვე­ვებს ასა­ხე­ლებს. რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის თქმით, უკ­რა­ი­ნის არ­მი­ის ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა ქვეყ­ნის ღა­ლა­ტად ით­ვლე­ბა.

გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რუ­სე­თის სა­სა­მარ­თლო­ებ­მა მსგავ­სი ტი­პის და­ნა­შა­უ­ლის 63 შემ­თხვე­ვა გა­ნი­ხი­ლეს. ჯა­შუ­შო­ბი­სა და უცხო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი მი­ნი­მუმ 101 ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს.

რო­გორც ვებ­სა­იტ­ზე არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­დან ირ­კვე­ვა, Razom for Ukraine ამე­რი­კა­ში მცხოვ­რებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა შექ­მნეს. ის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­რე­გის­ტრირ­და აშშ-ში 2014 წლის და­სა­წყის­ში. ფონ­დი "მი­ის­წრაფ­ვის მხა­რი და­უ­ჭი­როს ღირ­სე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის (მა­ი­და­ნის) პრინ­ცი­პებს და აქ­ტი­უ­რი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს უსაფრ­თხო, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უკ­რა­ი­ნის შექ­მნა­ში“.

ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის პირ­ველ თვე­ებ­ში ფონდმა 130 ათას დო­ლარ­ზე მეტი შე­აგ­რო­ვა, ასე­ვე გა­უგ­ზავ­ნეს ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნულ ლტოლ­ვილ­თა ცენ­ტრებს, ბავ­შვთა სახ­ლებს, მო­ა­წყვეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი აშშ-ში...

VKontakte-ზე ქსე­ნია ხა­ვა­ნას გვერ­დზე ნათ­ქვა­მია, რომ იგი სწავ­ლობ­და ეკა­ტე­რინ­ბურ­გში სერ­გეი დი­ა­გი­ლე­ვის ქო­რე­ოგ­რა­ფი­ულ ლი­ცე­უმ­ში და და­ამ­თავ­რა ურა­ლის ფე­დე­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, 2013 წელს. ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მან 2021 წელს მი­ი­ღო.

მე­დი­ის ცნო­ბით, ხა­ვა­ნა ბალ­ტი­მო­რის მე­რი­ლენ­დის უნი­ვერ­სი­ტეტ­შიც სწავ­ლობ­და, ბო­ლოს კი ცხოვ­რობ­და ლოს-ან­ჯე­ლეს­ში და მუ­შა­ობ­და Ciel Spa-ში, სას­ტუმ­რო ბე­ვერ­ლი ჰილზ­ში.

"Ciel Spa-ს მე­ნე­ჯმენ­ტი და გუნ­დი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია იმ ამ­ბით, რომ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი კოს­მე­ტო­ლო­გი და მე­გო­ბა­რი ქსე­ნია ხა­ვა­ნა და­ა­კა­ვეს და ახლა რუ­სე­თის ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბა“, - ნათ­ქვა­მია Ciel Spa-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

წყა­რო: BBC

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.