პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიმდინარე აქციაზე ევროკავშირის დროშა გაშალეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ, ევროკავშირის დროშა გაშალეს. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს არჩევანს, რაც ევროკავშირში წევრობას გულისხმობს.
აქციაზე მყოფებს წარმოდგენილი აქვთ ბანერები წარწერებით: „არა რუსულ კანონს“, „not to Russia, yes to Europ“.
იმის საყვირების ხმა და შეძახილები „ქართული ოცნების“ მისამართით: „რუსებო“, „მონებო”, „მდინარაძე მონა, მამუკა რუსი“.