პარლამენტის თავმჯდომარე – დიდი შანსია, რომ ახალ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა გვქონდეს – „ნაცმოძრაობის“ საქმე ისე მიდის, რომ შეიძლება ბარიერის გადალახვის პრობლემები შეექმნათ

ყველა კვლევიდან ჩანს, რომ “ქართული ოცნება“ არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს – დიდი შანსია, რომ ჩვენ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა გვქონდეს! – აღნიშნული პროგნოზი მედიასთან პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.
მისივე თქმით, სხვა პარტიები თავადვე აღიარებენ, რომ ერთადერთი, ვისაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს, “ნაციონალური მოძრაობაა“.
“ნაციონალური მოძრაობის“ საქმეც ისე მიდის, რომ შეიძლება მათაც პრობლემები შეექმნათ. ყველა სხვა პარტია თავადვე აღიარებს, რომ საკუთარი თავი იქამდე მიიყვანეს, რომ ბარიერის გადალახვის შანსიც არა აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – საქართველოს ეკონომიკური განადგურება ემუქრება და ამ ყველაფერს საფრთხის წინაშე დღეს „ქართული ოცნება“ აყენებს, რუსული კანონის მიზანიც ესაა – წარმოუდგენელია დავუშვათ პრეცედენტი, რომ საქართველო იზოლაციაში მოექცეს