პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ოპოზიციის კვოტით „ხალხის ძალის“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აირჩიეს

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ოპოზიციის კვოტით, „ხალხის ძალის“ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე აირჩიეს.
კომიტეტის წევრებმა ვიქტორ ჯაფარიძის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
XI მოწვევის პარლამენტში არის „ქართული ოცნებისგან“ გამოყოფილი ორი პოლიტიკური ჯგუფი – „ხალხის“ ძალა“ და „ევროპელი სოციალისტები“, რომელთაც საპარლამენტო ოპოზიციის სტატუსი აქვთ.
აღნიშნული პოლიტიკური ჯგუფების წევრები პარლამენტში ოპოზიციის კვოტით განკუთვნილ თანამდებობებს იკავებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი: 10-ლარიანი ხორცის, ვითომ დაკლებული ფასების, ამერიკასთან „გადატვირთული პოლიტიკისა“ და „იგლ ჰილსის მიერ ინვესტირებული მილიარდების“ ტყუილების გაგრძელებაა ამ შეკითხვის პასუხი (ვიდეო)

თენგიზ შარმანაშვილი გახარიას პარტიაზე – არაფერი მოგვიტყუებია, რას მიჯერებ მე, კაცო? შენი ტვინი ხომ გაგაჩნია?! ჩემზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებთ? – სარჩელს შევიტანთ და სასამართლოს ვთხოვთ, განხილვა იანვარს არ გადასცდეს