რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ.
მსვლელობის მონაწილეები ამ წუთებში თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან, თუმცა წინასწარ არ აცხადებენ, რა იქნება საბოლოო დანიშნულების ადგილი.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. ისინი სკანდირებენ: “საქართველო გამოდი”
ამასთან, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. მათ კორდონი აქვთ შექმნილი და აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევენ.




