პაატა ზაქარეიშვილი – ალეკო ელისაშვილმა დააზიანა წინააღმდეგობის მოძრაობა, ხელისუფლება ამას ოპოზიციის და ევროპელების წინააღმდეგ გამოიყენებს – „ოცნებაა“ პასუხისმგებელი, რომ ადამიანები სასოწარკვეთილ ნაბიჯებამდე მიდიან

ს ამოცანა არ იყო, ვინმე ჩაეთრია, არ სურდა, მსხვერპლი ყოფილიყო – მან არ დააზიანა 28 ნოემბრის აქცია, თუმცა საბოლოო ჯამში, დააზიანა წინააღმდეგობის მოძრაობა – ხელისუფლება ამ ამბავს აუცილებლად გამოიყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ, ევროპელების მიმართ უფრო მკაცრები იქნებიან, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ს საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, ეს იყო არასტანდარტული პროტესტი, ერთი ადამიანის თავგანწირული ქმედება.
ამასთან, პოლიტოლოგის განმარტებით, ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, რომ ადამიანები სასოწარკვეთილ ნაბიჯებამდე მიდიან და სანამ მთავრობა „საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესებს არ ახორციელებს, მანამდე, ასეთი სიგიჟეები იქნება“.
„აშკარაა, რომ ელისაშვილმა ეს გააკეთა პერსონალურად, ინდივიდუალურად. მას არავინ შეუწუხებია. ოჯახის წევრებმაც არ იცოდნენ. კოალიცია „ლელოშიც“ არავინ იცოდა. მან არ დააზიანა 28 ნოემბრის აქცია. ეს მნიშვნელოვანია და გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ მას არ სურდა ჩრდილი მიეყენებინა 28 ნოემბრის აქციისთვის. წარმოიდგინეთ, რომ ეს მას 28 ნოემბერს ან წინა დღეებში გაეკეთებინა. მან არ მოინდომა, გავლენა მოეხდინა 28 ნოემბრის აქციაზე. კითხვა ბევრი იბადება, მაგრამ… ჩემთვის ძალიან ახლო მეგობარი არ ყოფილა, თუმცა მასთან კარგი ამხანაგობა მქონდა, პატივს ვცემდი და მის მიმართ ყოველთვის სიმპათიები მქონდა.
რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მოდის ხელისუფლებაზე. ვიდრე ხელისუფლება არ ერგება ქვეყანაში არსებულ ვითარებას, არ ახორციელებს საზოგადოების და სახელმწიფო ინტერესებს, მანამდე, ბუნებრივია, ასეთი სიგიჟეები იქნება და ყოველთვის იქნებიან ადამიანები, ვინც ასეთ რეალობას არასტანდარტული ფორმებით უპასუხებს. აშკარაა, რომ ელისაშვილს არ ჰქონდა ჩაფიქრებული, ვინმე დაზიანებულიყო, დაზარალებულიყო. აშკარად ჩანს, რომ მას უნდოდა, მსხვერპლი არ ყოფილიყო საერთოდ და მხოლოდ დაზიანებულიყო აპარატურა, სახელმწიფო დაწესებულება და სხვა არაფერი. მისი ამოცანა არ იყო თავის ამ საქმიანობაში ვინმე ჩაეთრია – პიროვნება, ადამიანი. ოჯახი, პარტია. მან სრულიად თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა, ეს იყო არასტანდარტული პროტესტი.
მე პირადად არ ვემხრობი ასეთ ძალისმიერ პროტესტებს. ძალისმიერი მეთოდი ბადებს სხვა ძალისმიერ მეთოდებს და მე მგონი, მას საბოლოო ჯამში, არასდროს მოაქვს შედეგი. ფორმა არასწორია, თუმცა აშკარად ჩანს, რომ დამოკიდებულება კეთილშობილურია. ზღაპრებში გვასწავლიან ხოლმე, რომ არსებობენ „კეთილშობილი ავაზაკები“.
ხელისუფლება ამ ამბავს აუცილებლად გამოიყენებს ოპოზიციის წინააღმდეგ. კიდევ მეტ არგუმენტს გამოიყენებს დასავლეთში. ევროპელების მიმართ უფრო მკაცრები იქნებიან. ამას მიაბამენ 4 ოქტომბერს და მოითხოვენ ამის დაგმობას. ამან გააძლიერა „ქართული ოცნება“ 4 ოქტომბრის კონტექსტში. 4 ოქტომბერი რომ არ ყოფილიყო, ეს მოვლენა დარჩებოდა ინდივიდუალურად და პერსონალურად,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
გარდა ამისა, მან ალეკო ელისაშვილის საქმეზე მისი პარტიის პოზიციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ლელოს“ განცხადება იყო გათვლილი.
მისი თქმით, „ლელო“ თავის განცხადებებს, პირველ რიგში, თავისი ამომრჩევლებისთვის აკეთებს.
„ნებისმიერი პოლიტიკური პარტია ყოველთვის თვლის თავის ნაბიჯებს. მე მიმაჩნია, რომ ეს განცხადება იყო გათვლილი, დასხდნენ, იმსჯელეს, აწონ-დაწონეს და საბოლოო ჯამში, განცხადება გამოაქვეყნებს. ჩვენ გვავიწყდება ერთი რამ – რომ პოლიტიკურ პარტიები მუშაობენ თავის ამომრჩეველზე. მან, ვინც აკრიტიკებს „ლელოს“, თავის გულში ჩაიხედოს – „ლელოს“ ამომრჩეველია?! „ლელო“ თავის განცხადებებს აკეთებს პირველ რიგში, თავისი ამომრჩევლებისთვის რომ დაანახოს, რა პოზიციები აქვს თუნდაც, ალეკო ელისაშვილის ასეთ თავგანწირულ და სასოწარკვეთილ ნაბიჯთან,“ – აღნიშნა ზაქარეიშვილმა.
გარდა საქართველოში მიმდინარე პროცესებისა, მან გადაცემაში ში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა, მათ შორის, გამოეხმაურა ანდრეი ერმაკის უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვებას.
ზაქარეიშვილის განცხადებით, ერმაკის წასვლა უკრაინის პრეზიდენტისთვის დიდი დარტყმაა, რადგან მას სანდო ადამიანი მოაკლდა.
პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ერმაკის გაშვების შემდეგ, ევროპა კიდევ უფრო მეტად დაეხმარება ს.
„რა თქმა უნდა, ერმაკი დაახლოებული პირი იყო [ზელენსკისთან]. ის იყო „ნაცრისფერი კარდინალი“, რომ იტყვიან ხოლმე. ფაქტობრივად, მეორე პირი იყო. ისინი ტანდემში იყვნენ. მე მგონი, ზელენსკი იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ ამას არ აკეთებდა ერმაკთან საბოლოო შეთანხმების გარეშე. გარკვეულწილად, ტანდემი მართავდა უკრაინას. ეს ტანდემი ამ წუთში ჩამოვარდა. არ მგონია, ერმაკი დააპატიმრონ. რომ მოინდომონ საქმეები საკმარისია რომ დაპატიმრებამდე მივიდეს საქმე, მაგრამ მე მგონი, შემოიფარგლებიან აპარატის გაწმენდით და ახალი აპარატის მოყვანით. ეს დიდი დარტყმაა ზელენსკისთვის. მას მოაკლდა სანდო ადამიანი, მაგრამ მეორე მხრივ, აშკარად ჩანდა რომ ევროპა და ამერიკა უკმაყოფილო იყვნენ ერმაკის ძალიან მკაცრი, ხისტი პოლიტიკით მათ მიმართ. ახლა მარტო შერჩათ ზელენსკი, რომელიც შეიძლება დაიყოლიონ,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ სამშვიდობო მოლაპარაკებებს – პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ სიტუაციას მართავს.
მისი თქმით, მოლაპარაკებებში სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ჩართვა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთთან ვაჭრობს.
ზაქარეიშვილი აღნიშნავს, რომ პუტინმა ტრამპის ხასიათს კარგად გაუგო და ლიმონივით გამოწურა.
„მე მაინც მგონია, რომ სიტუაციას ჯერ კიდევ მართავს რუსული მხარე, პირადად პუტინი. მათ კარგად გაიგეს ტრამპის ხასიათი. სულ ველოდებოდი, როდის ჩართავდნენ უკრაინის თემებში კუშნერს. ის ოჯახის წევრია და ყველგან ჩანს, რომ ტრამპი ხელოვნურად ქაჩავს თავს ოჯახს კენედების ოჯახების დონეზე, კლინტონების ოჯახის დონეზე. პირველ ათეულში უნდა შედიოდეს ტრამპების ოჯახი, რაც ასე არ იყო. თავის სიძის, კუშნერის და თავისი მეგობრის, უიტკოფის შემოყვანა მეტყველებს იმაზე, რომ ის ვაჭრობს რუსეთთან. რუსეთმა ძალიან კარგად გაუგო. სავაჭრო კონტექსტზე მიდის ლაპარაკი, მოდი, ავაღორძინოთ, , არქტიკა და აქეთ ტრამპი აღტაცებულია. გარდა ამისა, პუტინმა იცის ,რომ ხვალ, ზეგ ტრამპი არ იქნება. თვითონ იქნება. თვითონ თუ არ იქნება, იქნება იმ ფორმით, როგორც არის, ამიტომ ის ფიქრობს უკვე ტრამპის შემდეგ პერიოდზე. რაც შეეხება უკრაინას – მე მგონი, უკრაინა მიდის ქართული ვარიანტისაკენ – არანაირი აღიარება, ვჩერდებით ცეცხლის ხაზზე, არავინ აღიარებს ყირიმს, დონბასს და ა.შ. და გრძელდება მოლაპარაკებები სადმე ჟენევაში, კი ბატონო, ვაშინგტონში გავაგრძელოთ, თუ ასე გსიამოვნებს ტრამპო. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, დიდებულო ტრამპო. რაღაც პირობები ექნება უკრაინას, რაზეც წესით რუსეთი უნდა წამოვიდეს, არა იმიტომ რომ დაასრულოს პროცესი, არამედ იმიტომ რომ ტრამპი უკვე გამოწურეს როგორც ლიმონი და დაელოდებიან ტრამპის წასვლას, ან შუალედურ არჩევნებს, რომელიც ჩატარდება სულ მალე, შემდეგ წელს. რუსეთი ასე არ დაკმაყოფილდება,“ – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნუგზარ წიკლაური – ალეკო ელისაშვილის ქმედება არის ერთი ადამიანის საქციელი და მცდელობა, მთლიანად ოპოზიციას გაუტეხონ სახელი, ვერ იქნება წარმატებული – სამარცხვინოა, რომ „ოცნება“ ცდილობს ევროპელებს დაუკავშირონ ის, რაც აქ მოხდა