პაატა ბურჭულაძე: მოგესალმებით ემიგრანტგებო, ჩემო დებო და ძმებო. დღეს საქართველო ან ბრუნდება რუსეთში, ან მიდის ევროპისკენ

“დღეს საქართველო ან ბრუნდება რუსეთში, ან მიდის ევროპისკენ და ხდება დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომაც აუცილებელია, თქვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში”, – ასე მიმართავს ცნობილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე ქართველ ემიგრანტებს და 26 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

“მოგესალმებით ემიგრანტგებო, ჩემო დებო და ძმებო. დღეს საქართველოს ჩვენი დახმარება სჭირდება. დღეს საქართველო ან ბრუნდება რუსეთში, ან მიდის ევროპისკენ და ხდება დემოკრატიული ქვეყანა. ამიტომაც აუცილებელია, თქვენ ყველამ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში. ვიცი, რომ საარჩევნო უბნები ხანდახან ძალიან შორს არის თქვენი ადგილსამყოფელიდან, მაგრამ უნდა გავიჭირვოთ, ყველამ უნდა გავიჭირვოთ და ამ დღეს  უნდა მივცეთ ხმა საქართველოს მომავალს. უნდა შევუწყოთ ხელი. ამიტომაც გთხოვთ, 25 სექტემბრამდე დარეგისტრირდეთ პრალტფორმა Emguide.geსადაც თქვენი სახელით საკონსულო რეგისტრაციას გაგატარებენ. ეს ძალიან აუცილებელია, აუცილებელია ჩვენი საქართველოს მომავლისთვის. იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ თქვენ ასეც მოიქცევით. გაუმარჯოს თავისუფალ, ევროპულ საქართველოს.” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?