პაატა ბურჭულაძე – თქვენ თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ დავისაჯო, თუ არა, მაინც მზად ვარ დავისაჯო – წნევას მიზომავდნენ, როცა ავტომატებით დამადგა პოლიციის უფროსი, 7-8 თანმხლები პირით – ჩემში ბენ ლადენი ნახეთ?

თქვენ თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ დავისაჯო, თუ არა, მაინც მზად ვარ დავისაჯო, – ამის შესახებ მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.
მან დეტალურად ისაუბრა 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენების ირგვლივ.
დავინახე, რომ ჯებირი მოტეხილი იყო, გადავძვერი და „რობოკოპებთან“ მივედი. აქეთ მე ვაჩერებდი, იქეთ მურთაზი, რომ რამე შეტაკება არ მომხდარიყო. ამას ეძახიან, რომ ჩვენ ვეძახდით ხალხს ძალადობისკენ?. ერთხელ მომასხეს სპრეი, მეორედ, მესამედ, მერე ცუდად გავხდი, საავადმყოფოში მომათავსეს. შემოვიდა ეს ახალგაზრდა, პოლიციის უფროსი [თორნიკე მარსაგიშვილი] 7-8 თანმხლები პირით. ჩემში ბენ ლადენი ნახეთ? წნევას მიზომავდნენ, ავტომატებით დამადგნენ, მერე იტყვით, რატომ არ უყვარს პოლიცია ხალხს… ადრე კანონს ემსახურებოდით, ახლა – რეჟიმს. თქვენ თუ ჩემში ხედავთ ტერორისტს, მზად ვარ დავისაჯო, თუ არა, მაინც მზად ვარ დავისაჯო“, – განაცხადა ბურჭულაძემ.