“ოცნების” “პროვინციელი პატარძალი” და “მახინჯი ხელისმომკიდე” – სანდრო ბრეგაძე

ქართული მარში ლიდერი, :
— დღეს სახეზე გვაქვს ქართული ოცნების და ნაც-ლიბერასტული ოპოზიციის ერთგვარი გარიგება – რომლის მიხედვითაც ეს ორი ძალა ინაწილებს მომავალ ხელისუფლებას
— ქართული ოცნების პოლიტიკა “ პროვინციელი პატარძლის “ პოლიტიკას ჰგავს, როდესაც პატარძალს ხელისმომკიდეთ თავისზე ბევრად მახინჯი დაქალი მიჰყავს, რათა მის ფონზე ლამაზი-მიმზიდველი გამოჩნდეს. ასეთი “ მახინჯი ხელისმომკიდე (რომლის ფონზეც ლამაზი მოჩანს) “ ნაც-ლიბერასტული ოპოზიციის სახით ხელისუფლებას 12 წელია გარანტირებულად ჰყავს, ამიტომაც ასაზრდოებს და აცოცხლებს მათ, ხელოვნურად უქმნის ერთადერთი ოპოზიციის იმიჯს — ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად ე.წ. ეროვნული ძალების ბოლომდე დაძირვა აწყობს, რადგან ამ შემთხვევაში მათი ხმები ქართული ოცნების ყულაბაში აღმოჩნდება, ეს კი ძალიან შთამბეჭდავი რაოდენობის ხმებია. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ თუ არ იარსებებენ ეროვნული ძალები, მაშინ ეროვნული-პატრიოტი-კონსერვატორი ამომრჩეველი მათ დაუჭერს მხარს – ეს კი არჩევნების მოგების გარანტიაა — პარადოქსია მაგრამ ფაქტია – ხელისუფლების ინტერესშია მისი გაცხადებული მტერი ნაც-ლიბერასტული ოპოზიციის გაძლიერება და ეროვნულ-პატრიოტული ძალების განადგურება — 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში თუ კვლავ იარსებებს მხოლოდ 2 პოლიტიკური პოლუსი – ხელისუფლება ( ქართული ოცნება ) და ნაც-ლიბერასული ოპოზიცია – ხელისუფლების გამარჯვება 100% ით გარანტირებულია
— ერთადერთი გამოსავალი დიდი “ ეროვნულ-კონსერვატორული” გაერთიანება იქნება , მაგრამ ამბიციების და სახელისუფლებლო აგენტურის ფაქტორის გამო ასეთი ერთობის მიღწევა ძალიან ძნელი ამოცანაა

ასევე დაგაინტერესებთ