ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ოცნების მომხრე არ ვარ!” – მორაგბე, რომლის ხმაც “ოცნების” კლიპში ისმის

“ოცნების მომხრე არ ვარ!” – მორაგბე, რომლის ხმაც “ოცნების” კლიპში ისმის

მორაგბე სოსო მათიაშვილი, რომლის ხმაც, მმართველი პარტიის იმ საარჩევნო კლიპში ისმის, რომელი კლიპიც რუსული წინასაარჩევნო ვიდეოს ანალოგია, წერს:
“ამ პოლიტიკურ “რეკლამის” დასაწყისში, მოგეხსენებათ ჩემი ხმა ადევს, რაზეც რამდენიმე სიტყვის თქმა მინდა. ამ ხმის გამოყენების უფლება ჰქონდათ, იმის მიუხედავად რომ მე ეს არ მინდოდა, რადგან არც ამ ამ პოლიტიკური პარტიის მომხრე ვარ, არც მათი პოლიტიკის და არც მათი ამომრჩეველი ვარ. რაც მთავარია ეს ემოციები და ბედნიერების ხმა არ ეკუთვნის არცერთ პარტიას, ეს ხმა არის ჩემი ბედნიერებისგან გამოწვეული ემოციები, რომელიც რაგბის ნაკრებმა მაჩუქა მე, აჩუქა ქართველ ხალხს და რაც მთავარია საქართველოს” – წერს სოსო მათიაშვილი.
ცნობისთვის, სოსო მათიაშვილი რუსულ კანონსაც გამოეხმაურა, თბილისიდან, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციის ის ვიდეო გააზიარა, სადაც სპეცრაზმი მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდება და დაწერა:
„რუსეთისა და ყველა ამათნაირი მოძალადის დდშვც ყველგან და ყოველთვის”

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.