„ქართული ოცნება“ სასამართლო სხდომების აუდიოჩაწერასაც ზღუდავს.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, წინა კვირაში მიღებულ კანონში, რომლითაც, ფაქტობრივად, აიკრძალა სასამართლო სხდომების გადაღებას, გამორჩათ მიეთითებინათ, რომ აუდიოჩაწერაც შეიზღუდება.
„რაც შეეხება 13 პრიმა მუხლის მეორე პუნქტს, სადაც ახალი რეგულაციებია როგორც ეზოში, ასევე სხდომის დარბაზში და სასამართლოს შენობაში ვიდეოგადაღებებთან დაკავშირებით, აქაც მისათითებელია აუდიოჩანაწერი და აუდიოჩაწერის განხორციელებაც იქნება შესაბამისად დარეგულირებული და ამ საკითხზეც გადაწყვეტილების მიღება შეეძლება იუსტიციის საბჭოს ყოველ კონკრეტულ სხდომასთან დაკავშირებით. ლოგიკურიცა არის, თუ ვიდეო- ფოტოგადაღებასთან რეგულაციაა, აუდიოსთან დაკავშირებითაც უნდა იყოს. ეს უბრალოდ გამორჩენილი იყო ტექსტში და ამის დაზუსტება ხდება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.
