“ოცნებას” ტყუილად აქვს ილუზია, რომ ჯარიმებით და მსგავსი ქმდებებით პროტესტს ჩაახშობენ“ – ტატო ქელბაქიანი

არასამთავრობო ორგანიზაცია „პრევენცია პროგრესისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი ამბობს, რომ რეჟიმის მცდელობების მიუხედავად, პროტესტი ჩაახშოს, მოქალაქეები არ გაჩერდებიან. იურისტის თქმით, “ოცნებას” ტყუილად აქვს ილუზია, რომ ჯარიმებით და გამკაცრებული კანონებით რაიმეს მიაღწევს.
„რუსთაველის გადაკეტვა მათ ძალიან აწუხებთ, ამიტომ ყველანაირად ცდილობენ, რომ ერთი დღე მაინც მოახერხონ, რომ ამის გადაკეტვა ვერ მოხერხდეს. მე დარწმუნებული ვარ, გუშინდელის მერე დღეს უკვე ძალიან ბევრი ადამიანი იქნება რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე. ტყუილად აქვთ ილუზია, რომ ამ ჯარიმებით და სხვა მსგავსი ნაბიჯებით რამე ფორმით მაინც შეაჩერებენ ამ პროტესტს. ზუსტად ამ მიზნითაც კეთდება ეს შაბათის აქცია, რომ კიდევ ერთხელ ძალიან ბევრი ადამიანი შევიკრიბოთ და ვაჩვენოთ, რომ ეს პროტესტი არ შეჩერდება, – ამბობს ტატო ქელბაქიანი. უწყვეტი პროტესტის 73-ე ღამეს რეჟიმს ნერვებმა კიდევ ერთხელ უმტყუნა. გზის გადაკეტვით გაღიზიანებულმა ოლიგაქმა საპოლიციო ძალების სრული მობილიზაცია გამოაცხადა. რუსთველის გამზირზე ნიღბიანები და დაკავების მანქანები გაიყვანეს. ძალის გამოყენებით და სიტყვიერი შეურაცხყოფით აიძულეს მოქალაქეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება“ – ამბობს ტატო ქელბაქიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს