ოსიმენმა მეგობარს ის კლუბი დაუსახელა, სადაც მომდევნო სეზონში ითამაშებს

“ნაპოლის” ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა მეგობარს ის კლუბი დაუსახელა, სადაც მომდევნო სეზონში თამაშს აპირებს, ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato-ს ჟურნალისტი დანიელე ლონგო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ნიგერიელმა მეგობარს უთხრა, რომ ზაფხულში “ჩელსის” შეუერთდება.
“სად ითამაშებს ოსიმენი მომდევნო სეზონში? მან უახლოეს მეგობარს უკვე უთხრა, რომ “ჩელსიში” გადავა, მართალია ვიქტორს “პარი სენ ჟერმენიც” ეპატიჟება, თუმცა მას ძალების მოსინჯვა პრემიერლიგაში სურს, თუ “არისტოკრატები” მის ტრანსფერს ვერ განახორციელებენ, მაშინ არ არის გამორიცხული, რომ ოსიმენი “არსენალში” ვიხილოთ”, – განაცხადა ლონგომ.
შეგახსენებთ, ვიქტორმა “ნაპოლიში” მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში
25 მატჩი გამართა, თავი კი 13 გატანილი გოლითა და 4 შედეგიანი პასით გამოიჩინა.