ორმხრივი სროლა და თავში დაჭრილი პირი – ვაკეში მომხდარის ახალი დეტალები – მედია

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისის ცენტრში. მთავარი არხის ცნობით, ტიციან ტაბიძის ქუჩის მაცხოვრებლები გუშინ კრიმინალური გარჩევის თვითმხილველები გახდენენ. ხალხმრავალ ქუჩაზე ორმხრივი სროლა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ცნობილია, რომ კრიმინალური დაპირისპირება წარსულში არსებულ კონფლიქტს და ძმებ კაკულიებთან დაპირისპირებას უკავშირდება. სისხლიანი ანგარიშსწორების მთავარი ფიგურანტები სერგი ქურთიაშვილი და გიორგი რუხაძე არიან.
მედიის ცნობით ქურთიაშვილმა სავარაუდოდ ჩასაფრება მოუწყო გიორგი რუხაძეს და პირდაპირ ქუჩაში მისი მიმართულებით რამდენჯერმე ესროლა. საპასუხო ცეცხლი გახსნა რუხაძის დაცვის წევრმა. სერგი ქურთიაშვილი თავის არეშია დაჭრილი. უმძიმეს მდგომარეობაში ის კლინიკაში გადაიყვანეს, მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. საავადმყოფოშია მოთავსებული გიორგი რუხაძე და მისი დაცვის ერთ-ერთი წევრი.

ასევე დაგაინტერესებთ