უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ “მაქსიმალურად გულწრფელად” ესაუბრა უნგრეთის პრემიერმინისტრს, ვიქტორ ორბანს, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებაზე უკრაინასთან მოლაპარაკების დაწყებას ეწინააღმდეგება. ზელენსკი და ორბანი ერთმანეთს არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე შეხვდნენ.
“ვესაუბრე უნგრეთის პრემიერმინისტრ ორბანს მაქსიმალურად გულწრფელად. და ნათელია, რომ ეს ეხება ჩვენს ევროპულ საქმეებს”, – თქვა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, ევროკავშირის გაფართოების საკითხი წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა 14-15 დეკემბერს, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განიხილონ.