ორბანი „ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს – წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს – ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ს პირვანდელ ან წინასწარ შედეგებს გამოაცხადებდა.
გამარჯვება, პროსახელისუფლებო „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, ხელისუფლებამაც იზეიმა.
„ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ს და ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რაა უკეთესი მათი ქვეყნისთვის და დღეს მათ თავიანთი ხმა დააფიქსირეს“, – წერს ორბანი, რომელიც ევროკავშირში, ფაქტობრივად, „ოცნების“ ერთადერთი მოკავშირეღაა.
„ქართულ ოცნებას“, „იმედის“ ეგზიტპოლის თანახმად, ხმათა 56,1% აქვს. „ფორმულას“ და „მთავარის“ ეგზიტპოლებით, „ოცნებას“ უმრავლესობის მოპოვებისთვის საკმარისი მანდატები ვერ ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები პირდაპირ ითხოვდნენ საქართველოსგან მეორე ფრონტის გახნას, ამას ადასტურებს დამატებით პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება

თაზო დათუნაშვილი ევროკომისიისთვის გაგზავნილ წერილზე – ჩვენ ვხედავთ ღია წერილებს, არც კი მინდა ვიცოდე, რა წერია არაღია წერილებში – ალბათ, გატენილია სისულელეებით, „დიფ სთეითზე“ დაუსაბუთებელი ბრალდებებით