ოლქის გუბერნატორი: ნავთობის საცავს რუსეთის კურსკის რეგიონში ცეცხლი გაუჩნდა დრონებით თავდასხმის შემდეგ,

ნავთობის საწყობს, რუსეთის დასავლეთში მდებარე ქალაქ კურსკთან, უკრაინის საზღვართან ახლოს, ცეცხლი გაუჩნდა 15 თებერვალს, დილით, უკრაინული უპილოტო საფრენი მოწყობილობების თავდასხმის შემდეგ, – განაცხადა რეგიონულმა გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმა Telegram-ზე და დასძინა, რომ მსხვერპლი არ ყოფილა.
კიევს თავდასხმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
Telegram-ის არხი Baza იტყობინებოდა, რომ ცეცხლი გაუჩნდა 100 ტონიან რეზერვუარს. Telegram-ის მეორე არხი, 112, იტყობინებოდა, რომ ნავთობსაცავს ორმა დრონმა დაარტყა. ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება მაშინვე ვერ მოხერხდა.