არქივი14 ივლისი, 2024, 19:42
ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო - ცეცხლი ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს
ოკუპირებულ ცხინვალში სროლა იყო.
როგორც მედია წერს, ცეცხლი „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს გაუხსნეს. შემთხვევა მე-12 სკოლის წინ მოხდა.
„უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ექსპრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის ძმისშვილებს, სერგო და ლევა კაბისოვებს. თვითმხილველების თქმით, ამ ინციდენტში მონაწილეობს პრეზიდენტის ძმა (ალან გაგლოევი) ალიკ გაგლოევიც“, - წერს მედია „ტელეგრამ“ არხზე დაყრდნობით.
ორივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის, მომხდარის გარემოებების დადგენის მიზნით "საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები" მიმდინარეობს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.