ოკუპირებულ აფხაზეთში, “საარჩევნო უბანზე” შეიარაღებული თავდასხმა მოხდა – არიან დაჭრილები

ოკუპირებულ აფხაზეთში, 1-ელ მარტს, დაახლოებით 19:30 საათზე, შეიარაღებული თავდასხმა მოხდა გაგრის რაიონში, დაბა განთიადში მდებარე მე-2 სკოლაში, სადაც “საარჩევნო უბანია” გახსნილი. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ნიღბებით იყვნენ.
ს ე.წ. -ს ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გაქცევა მანქანებით სცადეს. დევნის დროს მილიციამ მიუსერას საგუშაგო გადაკეტა. თავდამსხმელები შეჩერების მოთხოვნას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.
სროლის შემდეგ ერთ-ერთი მანქანის მძღოლმა საჭეზე კონტროლი დაკარგა და თხრილში გადავარდა.
ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მათ „საარჩევნო კომისიის მუშაობაში ხელის შეშლისა და საარჩევნო კომისიის წევრებზე ზეწოლის მიზნით, დააზიანეს საარჩევნო ყუთი და მიიმალნენ დანაშაულის ადგილიდან“, – ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარში ბადრა გუნბას შტაბმა ადგურ არძინბას მომხრეები დაადანაშაულა.
ტელეგრამ არხ RESPUBLICA-ს ცნობით, „უცნობმა პირებმა ერთ-ერთ უბანზე რამდენჯერმე გაისროლეს, რის შედეგადაც ადგურ არძინბას მომხრეები დაიჭრნენ“. ორი დაჭრილი გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარზე ს საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით აღძრა, მათ შორის ტერორიზმისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, რომლებსაც ასევე აქვთ “აფხაზეთის მოქალაქეობა”- მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე.
“თავდამსხმელთა ნაწილი დააკავეს. რუსეთისა და აფხაზეთის სამართალდამცავმა უწყებებმა ერთობლივად გამოავლინეს ეჭვმიტანილების მნიშვნელოვანი რაოდენობა. აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს ყველა მონაწილეს დასაკავებლად… იდენტიფიცირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავს დაესხა საარჩევნო უბანს და ცეცხლი გაუხსნა აფხაზ სამართალდამცავებს – ეს არის ნურიკ სმირ. ის საპასუხო სროლის შედეგად დაიჭრა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დანაშაულის სხვა მონაწილეთა იდენტიფიცირება გრძელდება”, – აცხადებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი.
ადგილობრივი ტელეგრამ არხების ინფორმაციით, ნურიკ სმირ ოპოზიციონერ ადგურ არძინბას ნათესავია.
შეგახსენებთ, 1-ელ მარტს, ოკუპირებულ აფხაზეთში “საპრეზიდენტო ს” მეორე ტური გაიმართა, რომელშიც მოსკოვის ფავორიტი ბადრა გუნბა და ოპოზიციონერი ადგურ არძინბა მონაწილეობენ. ამ წუთებში ხმების დათვლა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ