ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – არ ვაპირებთ შევცვალოთ განვითარების ვექტორი და მისწრაფება, გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენი უსაფრთხოების გარანტთან – რუსეთთან

სამხრეთ ოსეთი მიზნად ისახავს დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობას, არ აპირებს შეცვალოს განვითარების ვექტორი და მისწრაფება, გააძლიეროს ურთიერთობები მისი უსაფრთხოების გარანტთან – ს ფედერაციასთან, – ასე ეხმაურება ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას.
ე.წ. უწყების განცხადებით, „სამხრეთ ოსეთისთვის“ მიუღებელია ოფიციალური თბილისის მიერ გამოთქმული თეზისები და იდეები ურთიერთობების მოგვარების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
„ცხინვალმა არაერთხელ გამოთქვა თავისი პოზიცია, რომელიც ეფუძნება სამხრეთ ოსეთის ხალხის არჩევანს, რაც ქვეყნის კონსტიტუციაშია გაწერილი. სამხრეთ ოსეთისა და ს უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე საერთაშორისო დისკუსიებში პროგრესის არ არსებობა, მსგავსი განცხადებებთან ერთად, ხელს არ უწყობს რეგიონში სტაბილურობას“, – ნათქვამია ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი მ ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თანმიმდევრული პოლიტიკისა და მოთმინების პირობებში ნებისმიერი მიზნის მიღწევა არის შესაძლებელი, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.