ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ოზი ოსბორნის დაკრძალვის კადრები (ვიდეო)

ოზი ოსბორნის დაკრძალვის კადრები (ვიდეო)
სოციალური ქსელი:
ოზი ოსბორნის უკანასკნელმა კონცერტმა 190 მილიონი დოლარი შემოსავალი მოიტანა.
კონცერტში მონაწილე არც ერთ მუსიკოსს კუთვნილი ჰონორარი არ აუღია. თვითონ ოზიმ უარი თქვა შემოსავალზე ყველა ტრეკიდან, ყველა სტრიმიდან, ყველა კოპირაითიდან.
მთელი თანხა საქველმოქმედო მიზნებს მოხმარდა - თანხები გადაერიცხა ბირმინჰემის საბავშვო კლინიკას, საბავშვო ჰოსპისებს, გამნაღმველ ორგანიზაციას The Halo Trust (მას ოზის დედა - დიანა ხელმძღვანელობს), თავშესაფრებს უსახლკარო ახალგაზრდა ოჯახებისათვის, პარკინსონის დაავადების მკვლევარ სამეცნიერო ცენტრს და ა.შ.
ყოველი ცენტი უაღრესად საჭირო საქმეს მოხმარდება - ადამიანების, ბავშვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
და არავითარი ეკლესიების მშენებლობა, გუმბათების მოოქროვება და ბნელი, გაუნათლებელი საზოგადოებისთვის გადაგდებული მსგავსი სახრავი ძვალი.
ასე გაანათა სამყარო "წყვდიადის პრინცმა" თავისი უკანასკნელი გაბრწყინებით.


არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.