ოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაზე ს ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
დაღუპულებს შორის ორი ბავშვია – ერთ-ერთი მათგანი 3-დან 5 წლამდე ასაკის, მეორე კი 3 თვის, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან დედის ცხედართან ერთად ამოიყვანეს.
ამასთან, მედიის ინფორმაციით, შვიდ დაშავებულს შორის 3 წლის ბავშვია.
ოდესასა და ოდესის ოლქში კვირა, 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შეგახსენებთ, გუშინ რუსებმა ს Shahed-131/136 ტიპის 8 დრონით შეუტიეს, 7 მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ერთი კი – 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი – აშშ გმობს კრემლის მიერ შთაგონებულ „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობას – ამ კანონმდებლობამ და „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა რიტორიკამ საქართველო საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენა