ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე ბიზნესს მიმართავს – “ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას, რომლებმაც ფული ამჯობინეს, შვილების მომავალს”. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და “ქართული ოცნების” მიერ გუშინ, 29 აპრილს დაორგანიზებულ აქციას გამოეხმაურა.
კახა ხაზარაძე წერს, რომ აღნიშნულ აქციაზე ნათელი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ამიტომ ბიზნესს მოუწოდებს, თავისუფლებისთვის იბრძოლონ.