ნუგზარ წიკლაური – არ მინდა, რომ პოლიტიკოსები მართალი სიტყვის თქმის მაგივრად, კვიპროსულ საყვირებად გადაიქცნენ – რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელდა, ჩასაფრებაა საკუთარი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ

ნამდვილად არ მინდა, რომ პოლიტიკოსები მართალი სიტყვის თქმის მაგივრად, კვიპროსულ საყვირებად გადაიქცნენ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
მან „მთავარი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელის, ს და ასევე, ს მიერ ახალი პარტიის შესაძლო შექმნა შეაფასა და აღნიშნა, რომ მისთვის მაფიოზურ-კლანური ურთიერთობები მიუღებელია. მან ამ კონტექსტში ბიზნესმენი დავით კეზერაშვილი დაასახელა.
„ის, რაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ განხორციელდა, მიმაჩნია, რომ არის ჩასაფრება საკუთარი პოლიტიკური ძალის წინააღმდეგ. ნამდვილად არ მინდა, რომ პოლიტიკოსები მართალი სიტყვის თქმის მაგივრად, კვიპროსულ საყვირებად გადაიქცნენ. მაგალითად, მათ არ ჰქონდეთ საკუთარი ნება. არ მინდა, რომ პოლიტიკური პარტიები გადაიქცნენ ფულის დაზგებად და პოლიტიკოსები პოლიტიკურ დახლიდარებად გადაიქცნენ. თუ სადმე ასეთი მიდგომები იქნება, ეს არის ჩემთვის მიუღებელი. არასდროს დამიმალავს უარყოფითი დამოკიდებულება ს მიმართ სწორედ იმის გამო, რომ მან არა მხოლოდ ელიტური, არამედ ელექტორალური კორუფცია გაამეფა ამ ქვეყანაში მოსყიდვით და სხვადასხვა ხერხებით. ამიტომ, ნამდვილად ვერ მივიღებ ამავეს ოპოზიციაში. ერთია, რომ ხელისუფლება არის პოლიტიკურად კორუმპირებული და მეორეა, რომ პოლიტიკურ ოპოზიციაში ჩნდება ამის მსგავსი მიმართებები“, – განაცხადა წიკლაურმა.
კითხვაზე, ხომ არ შეუშალა დავით კეზერაშვილის ფაქტორმა ხელი ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას პოლიტიკური ერთობის ჩამოყალიბებას ხელი, ნუგზარ წიკლაურმა უპასუხა, რომ „ყველა ადამიანი თავად წერს საკუთარ პოლიტიკურ ბიოგრაფიას“.
„ნიკა მელიას აშკარად გამოუხატავს თავისი ეს დამოკიდებულები. მან ორჯერ თქვა უარი საპარლამენტო მანდატზე, ყოველთვის ღიად თქვა, რომ პოლიტიკურ კორუფციას შეებრძოლება, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სხვა გავლენა, გარდა პოლიტიკაზე ხალხის გავლენისა. ამიტომ, ეს არის ჩვენი მიმართებები პოლიტიკის მიმართ. ნიკა გვარამიას დიდ წარმატებას ვუსურვებ, მას დიდი როლი აქვს ქართულ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დარწმუნებული ვარ, პოლიტიკურ ცხოვრებაშიც შესამჩნევი იქნება მისი მონაწილეობა“,-განაცხადა წიკლაურმა.
ნუგზარ წიკლაური განმარტავს, რომ მისთვის მიუღებელია „პოლიტიკური დახლიდარობა“, რომლის სურვილიც აქვს ვიღაც-ვიღაცებს „ნაციონალურ მოძრაობაში“.
„ის, რომ ქვეყანა იმართებოდეს არა დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად, არამედ ვიღაცის კარნახით, ვიღაცების ჩასვლით სხვადასხვა ქვეყანაში და იქიდან მიღებული ინსტრუქციებით, ჩემთვის მიუღებელია“,-განაცხადა წიკლაურმა.
რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან შესაძლო გაერთიანებას, ნუგზარ წიკლაური განმარტავს, რომ ამისთვის შესაძლო გზების მოძებნას ცდილობენ.
„თუ ნიკა გვარამიაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ ერთობისთვის გზები და ამას არავინ მალავს. რამდენად შესაძლებელი გახდება, ამას მოკლე ხანში დავინახავთ. საბოლოოდ, საკითხი გადაწყვეტილი არ არის. მთავარი პოლიტიკური მოვლენა იმ ნაწილში, რომელშიც თავს მივიჩნევთ, არის პოლიტიკური პლატფორმის ჩამოყალიბება და ამ პოლიტიკური პლატფორმის მთავარი მახასიათებელი ყველას გვინდა იყოს პოლიტიკური გავლენებისგან გათავისუფლება“,-განაცხადა წიკლაურმა.
ის აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას პოლიტიკური პლატფორმა პრაქტიკულად ჩამოყალიბებულია, რომელთა რიგებში იქნებიან ბაჩო დოლიძე, , ხატია დეკანოიძე, მირდატ ქამადაძე და სხვები.
ნუგზარ წიკლაურის თქმით, ყველა მათგანის ვინაობას საზოგადოება უახლოეს მომავალში გაიგებს.

ასევე დაგაინტერესებთ