ნოდარ ხარშილაძე – შალვა პაპუაშვილის განცხადება ძალიან მარტივი რუსული პოლიტიკაა – პარლამენტის თავმჯდომარეს ცოტა მეტი სტრატეგიული ხედვის დონე უნდა ჰქონდეს

ის, რომ პარლამენტის თავმჯდომარე და ხელისუფლება დაკავებულია ასეთი თემებით და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ვერ იცლის, მიგვახვედრებს, რა რთულად არის სიტუაცია – პარლამენტის თავმჯდომარეს ცოტა მეტი სტრატეგიული ხედვის დონე უნდა ჰქონდეს,- ასე გამოეხმაურა „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე მის განცხადებაზე პარლამენტის თავმჯდომარის ს შეფასებას, რომ „პირდაპირი მუქარა, იმის შედეგია, რომ არასამთავრობო სექტორად წარმოდგენილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნები და პოლიტიკური ლიდერები“.
ხარშილაძის თქმით, პაპუაშვილის განცხადება „ძალიან მარტივი რუსული პოლიტიკაა“.
„მინდა, პარლამენტის თავმჯდომარეს გამოვეხმაურო ჩემი გუშინდელი კომენტარის შესახებ. პირველ რიგში, იმის თქმა მინდა, რომ ქვეყანაში, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს, მათ შორის არის უმუშევრობა, ხალხისთვის შესაძლებლობების არქონა და როდესაც ამდენი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ, იმიტომ რომ საქართველოში აღარ დაედგომება, ის რომ ასეთი თემებით არის ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე და ჩვენი ხელისუფლება დაკავებული და სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ვერ იცლის, იმის მაგივრად რომ ექსპერტის გაკეთებულ კომენტარზე კომენტარი აკეთოს, მიგვახვედრებს, რა რთულად არის სიტუაცია. ამით არც საკუთარ თავს ვაკნინებ და არც ექსპერტებს, უბრალოდ, ჩემი აზრით, პარლამენტის თავმჯდომარეს ცოტა მეტი სტრატეგიული ხედვის დონე უნდა ჰქონდეს ნებისმიერ, განსაკუთრებით საქართველოსნაირ ქვეყანაში.
რაც შეეხება თვითონ განცხადებას, ეს ძალიან მარტივი რუსული პოლიტიკაა, როდესაც სახელმწიფოს აიგივებენ თავის თავთან, თუმცა საერთოდ არ არის ესე – ბატონი პაპუაშვილი არის პარტიის წევრი, რომელიც როგორც მოვიდა, ისე წავა. რაც შეეხება დაფინანსებაზე საუბარს, ბევრი საელჩო აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, ეს ყველაფერი ქვეყნის ინტერესებისთვის კეთდება, უამრავი ძალიან საინტერესო პროექტი ხორციელდება, სამწუხაროდ, იქ სადაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფო ფულს ვერ და არ ხარჯავს და ჩვენ ძალიან გვეამაყება, რომ ამაში წვლილი შეგვაქვს.
როდესაც დაფინანსებაზე ვსაუბრობთ, იმასაც შევახსენებთ ბატონ შალვას, რომ ის არის ჩვენი, ქართული საზოგადოების მიერ დაქირავებული საჯარო მოხელე, ხელფასსაც ჩვენ ვუხდით, შესაბამისად, მისი და პრაქტიკულად მთელი „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მხრიდან, რომელიც დადგა რიგში და მთელი დღე ჩემს ინტერვიუს აკომენტარებდა, კარგი იქნებოდა შეთქმულების თეორიებზე საუბრის მაგივრად თავის საქმეს მიხედოს და ის გააკეთოს რისთვისაც დავიქირავეთ, კერძოთ კი ევროკავშირთან აღებულ დაპირებების შესრულებას მოკიდონ ხელი.
P.S. დიდხანს მოგვიწია ფიქრი „ქართული ოცნების“ და ტელეკომპანია „იმედის“ ფორმულირებაზე, რომ ჩემი ეთერი, ბატონ მერაბ მეტრეველთან, იყო „მუქარის შემცვლელი”. ბოლოს მივაგენით, რომ სიტყვა გადარჩეს – რომელიც უდავოდ ს პოლიტიკურ მომავალს ეხებოდა, ფიზიკურ კონტექსტში ამოიღეს, რაც სრული ნონსენსია და ნებისმიერისთვის გასაგებია, რადგან მთელი ეთერი საარჩევნო შანსების განხილვას დაეთმო. კონტექსტიდან ამოგლეჯა და ამის ტრიალი კი – ჩვეულებრივი რუსული პროპაგანდის მეთოდია.
თუმცა მიუხედავად ამისა მაინც დავაფიქსირებ, რომ პირადად, ფიზიკურად არაფერს ვერჩით ბატონ ბიძინა ივანიშვილს, მეტიც კი, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ასევე ვუსურვებ, რომ შეასრულოს თავისი მრავალჯერ გაჟღერებული დაპირება და საბოლოოდ ჩამოშორდეს ქართულ პოლიტიკას, რაც ასევე გააჯანმრთელებს ჩვენს სახელმწიფოს“,- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.
ცნობისთვის, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა, ნოდარ ხარშილაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ ორი დღის წინ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გაზარმაცდა. მისივე მოსაზრებით, ოპოზიცია ცოტა ძლიერი რომ იყოს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა. როგორც ხარშილაძე აცხადებდა, ოპოზიციის დაქუცმაცებით „ქართული ოცნება“ დაკარგულ ხმებს მიიღებს, რაც კიდევ ერთხელ „გადაარჩენს“ მმართველ ძალას.
ხარშილაძის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „სავსეა არასამთავრობო სექტორი ხალხით, რომლებიც არათუ სააკაშვილის პერიოდში იყვნენ საჯარო სამსახურში, არამედ იყვნენ პოლიტიკური ლიდერები, მინისტრები, მინისტრის მოადგილეები. ეს არის მთავარი პრობლემა, რომ დღეს არასამთავრობო სექტორში დომინირებენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერები“
მისივე თქმით, „განცხადებები და მუქარები არის მათი სურვილების გამხელა, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიწყონ აღსრულების ვენდეტა, რომელიც მათ ჩაფიქრებული აქვთ“.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …