ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნოდარ ლადარია: ესენი არ არიან გაჯეტების მონები! მათ უკვე მთელი კულტურული პლასტი შექმნეს

"ვფიქრობ, ვალად გვექცა სიხარულის გამოხატვა. მით უმეტეს, როცა სიხარული ნამდვილია და მისი არგაზიარება არ ეგების...
მიხარია, რასაც ვხედავ: მომღიმარ, მშვიდ და ლამაზ სახეებს.
მიხარია, რაც მესმის: სუფთა და თავისუფლად მჟღერი ხმები, დაუღლელი ჩოჩქოლი.
მიხარია, რასაც ვკითხულობ: ქაღალდის ფურცლებზე დაწერილი ცხადი, სხარტი, ლაღი ფრაზები...
და რაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო: იუმორის ზღვა! არა, უბრალო ღადაობა კი არა - სწორედ რომ იუმორი. სხვანაირი. მდიდარი და სპეციფიკური.
ესენი არ არიან გაჯეტების მონები! მათ უკვე მთელი კულტურული პლასტი შექმნეს: სივრცე, რომელშიც არა მარტო მათი ფიქრები და მისწრაფებები, არამედ მათი სხეულები მოძრაობენ - ნარნარი და წელგამართული, მხარზე გადებული დროშით," - წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი ნოდარ ლადარია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.