ნოდარ ლადარია: ესენი არ არიან გაჯეტების მონები! მათ უკვე მთელი კულტურული პლასტი შექმნეს

“ვფიქრობ, ვალად გვექცა სიხარულის გამოხატვა. მით უმეტეს, როცა სიხარული ნამდვილია და მისი არგაზიარება არ ეგების…
მიხარია, რასაც ვხედავ: მომღიმარ, მშვიდ და ლამაზ სახეებს.
მიხარია, რაც მესმის: სუფთა და თავისუფლად მჟღერი ხმები, დაუღლელი ჩოჩქოლი.
მიხარია, რასაც ვკითხულობ: ქაღალდის ფურცლებზე დაწერილი ცხადი, სხარტი, ლაღი ფრაზები…
და რაც განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო: იუმორის ზღვა! არა, უბრალო ღადაობა კი არა – სწორედ რომ იუმორი. სხვანაირი. მდიდარი და სპეციფიკური.
ესენი არ არიან გაჯეტების მონები! მათ უკვე მთელი კულტურული პლასტი შექმნეს: სივრცე, რომელშიც არა მარტო მათი ფიქრები და მისწრაფებები, არამედ მათი სხეულები მოძრაობენ – ნარნარი და წელგამართული, მხარზე გადებული დროშით,” – წერს სოციალურ ქსელში ფილოლოგი ნოდარ ლადარია.

ასევე დაგაინტერესებთ