ნინო ჯანგირაშვილი: ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი: ივანიშვილს მისივე რეპრესიული მანქანის სიმძიმე გასრისავს

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი:

დიდი სიხარულია გიორგი ახობაძის გათავისუფლება. ვუსმენ და ვკითხულობ ვარაუდებს, რა მოხდა, ბიძინამ გადაწყვიტა თუ არა პირადად, რატომ გაათავისუფლეს ახობაძე და რატომ არა მზია და ა.შ. ნუ ეძებთ სტრუქტურირებულ ლოგიკას ამ პროცესებში და ნუ წარმოაჩენთ ისე, თითქოს ივანიშვილი ყოვლისშემძლეა. დიდი ხანია მისმა რეჟიმმა დაკარგა ლოგიკა, დიქტატორული რეჟიმის ლოგიკაც კი. მაგალითად, დიქტატორული რეჟიმები ცდილობენ რეპრესიული მანქანა იმაზე მძიმე არ იყოს, რის აწევას და ზიდვასაც შეძლებენ. ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი: ივანიშვილს მისივე რეპრესიული მანქანის სიმძიმე გასრისავს. სად გაუსხამს და როდის – არ ვიცით, და არც თვითონ იცის. დღეს შესაძლოა რომეომ გაუსხა, ხვალ საკუთარი ოჯახის წევრმაც კი შეიძლება გაუსხას. რაც მთავარია, ჩვენ უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და არ დავიღალოთ. გამარჯვება იმაზე მალე დადგება, ვიდრე დღეს წარმოგვიდგენია.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – თანამედროვე მსოფლიოში ეროვნული უსაფრთხოება გაცილებით ფართო ცნებაა და მოიცავს ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლას, რომელთა მიზანიც სახელმწიფოს დასუსტებაა – ამიტომ სუს-ის ეფექტიან საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ