ნინო წილოსანი: ...და განაგრძონ მუშაობა ბნელ ღამეში
"ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე"- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი "რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციას, რომელიც დღეს 8 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.
"დღეს პარლამენტის წინ, 8 საათზე გაიმართება აქცია - ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე.
აქციაზე გამოსული ადამიანები დაიწყებენ კანონის გაპროტესტებას, იმისათვის, რომ დარჩნენ გაუმჭვირვალეები და განაგრძონ მუშაობა ბნელ ღამეში",- წერს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით – ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებული იქნება ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.