ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნინო ჟვანია: ასე უნდა განუმარტოთ, მარტივად, დაღეჭილად, მარტო ფრანგული ტექსტის შეარი რას გვაძლევს აბა?

"ძვირფასო ფრენდებო, ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ ვინც აშეარებთ ოლიმპიური თამაშების სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტს, სადაც ის უმეცრებისთვის განმარტავს ვინ ვინაა სცენაზე წარმოდგენილი პერსონაჟებიდან, მაგრამ მოვალეობის მოხდის მიზნით ხომ არ აკეთებთ ამას, ამიტომ ჯერ ფრანგულიდან თარგმნეთ, მერე უფრო მარტივ ენაზე დაიყვანეთ და ბულეტებად დაშლილი აბზაც-აბზაც დაწერეთ, რომ მასისთვის გასაგები გახდეს. ტელევიზიებიც თუ მოამზადებენ სიუჟეტებს და განმარტავენ რას ვუყურებდით სცენაზე კარგი იქნებოდა, თორემ ხალხი გადარეულია 'გლობალისტების მიერ გარყვნილი ევროპის სახის' ასე ღია პროპაგანდით და რუსულ ნარატივს აქაც აყვნენ უკვე ვიღაცეები, ხაინდრავამ აგერ "სატანის მეჯლისი" იყოო და დაზაფრულია ხალხი, ისედაც სულ გარყვნილი ევროპით აშინებენ.
მაგალითად ასე რომ დაწეროთ - ის ლურჯი ტიტველი კაცი განა გეების კრებითი სახეა, რომელსაც თითქოს ყველა ეთაყვანება დღეს მსოფლიოში. არა მეგობრებო, სინამდვილეში ეს დიონისეა, ღვინის და ღრეობის ღმერთი ბერძნებთან და ძველ ილუსტრაციებში ის მუდამ ასეთი ვიზუალით გამოისახებოდა. ასევე ხაზი გაუსვით რომ ეს სცენა, რომელმაც თითქოს მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო საერთოდ არ ასახავს "საიდუმლობა სერობის" სურათს (ზოგი ამასაც წერს) და არანაირად არაა აქ გაშარჟებული ქრისტე და მისი მოწაფეები. ესაა ანცი, გარყვნილი, მუდამ მთავრალი და აღვირახსნილი ღმერთი ბახუსის ღრეობის სცენა - სუფრა და ნადიმი. დიონისე ღვინის ღმერთის გარდა გულაობის და გარყვნილების ღმერთიც იყო, ამიტომ მოკრძლაბეულად ვერანაირად ვერ გამოსახავდა მას რეჟისორითქო - ესეც უნდა დავამატოთ. ასე უნდა განუმარტოთ, მარტივად, დაღეჭილად, მარტო ფრანგული ტექსტის შეარი რას გვაძლევს აბა?
გოგა ხაინდრავა არ მყავს ფრენდებში, ვერ დავთაგავ და ვინმე თუ იცნობთ გააგებინეთ, თორემ სირცხვილია, კაცი ნამინისტრალია, ნაკითხის და რეჟისორის სტატუსიც აქვს პარალელურად და ამ დროს ისეთებს ბოდავს გეგონება ორი წიგნი არ წაუკითხავსო. ჰოდა მოკეტოს რა, ნუ აგიჟებს ხალხს, რაც ხოცა ისიც ეყოფა, შეეშვას აწი.
პ.ს. სხვათაშორის რუსულ სოცქსელებს ვადევნებ პარალელურად თვალს და გაგიჟდებით რამდენად ერთიდაიგივეს საუბრობენ რასაც ხაინდრავა და მაგას აყოლილი აქაური ბნელეთი. დავსქრინავ კომენტარებში." - წერს სოციალურ ქსელში  ჟურნალისტი ნინო ჟვანია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.