ნინო კვიტაიშვილი: ახლა უკვე ვიცით, რომ ქიმიური ნივთიერებით გვწამლავდნენ

კოალიცია “ცვლილებისთვის“ წევრი, ნინო კვიტაიშვილი სოციალურ ქსელში BBC-ის გამოძებას ეხმაურება და წერს, რომ “ახლა უკვე ყველამ იცის, რა ქიმიური ნივთიერებით წამლავდნენ ხალხს.“

მისი თქმით, არც გამოძიება, არც გამოკითხვა, არც დაზარალებულად ცნობა, არც პასუხისმგებლობის დაკისრება არ მომხდარა.

“თითქოს ადამიანი არ ვარსებობ“,- წერს ის.

ახლა უკვე ვიცით, რომ ქიმიური ნივთიერებით გვწამლავდნენ.

ისიც გვითხრეს, რომ გამოიძიებენ 

რატომღაც რომ ვენდოთ…

კი, მეც მათ შორის ვარ, ვინც დექსამეტაზონის დახმარებით უმკლავდებოდა, მათ შორის ვარ, ვის სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნა და არა მხოლოდ ამ მოწამვლით.

ხვალ, 3 დეკემბერს 1 წელი გადის.

სამართალი დუმს.

არც გამოძიება, არც გამოკითხვა, არც დაზარალებულად ცნობა, არც პასუხისმგებლობის დაკისრება – თითქოს ადამიანი არ ვარსებობ.

განა მიკვირს?!

არა, მაგრამ შეურაცხყოფის, უსამართლობის, ჩემი და “ჩემნაირების” ბოროტებისგან დამცირებულად წარმოჩენის ბრაზი მახრჩობს და ამ ბრაზს ყოველდღიურად ვაქცევ იმ ენერგიად, ბოლოს, რომ ესენი უნდა დაამხოს, წალეკოს და აღგავოს!

დროის ამბავია მხოლოდ, ბოლომდე!“, – წერს კვიტაიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„ის ახმეტელები კი ვინც ამდენი სიკეთის მიუხედავად, მონობაზე და ბატონზე წინ საკუთარ თავსაც ვერ აყენებთ და ერთ სიტყვას ვერ იმეტებთ მის მხარდასაჭერად, მხოლოდ თქვენ კი არა, თქვენს შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ ახმეტაში გავლა! “