ნიკოლ ფაშინიანი – დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე საკუთარ წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ს განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი სთან შეხვედრაზე ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
ამასთან, როგორც ნიკოლ ფაშინიანმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, გასული წლის ბოლოს საქართველოსთვის მიცემული ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მნიშვნელოვანია და არამარტო რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებზეც.
„მინდა პირისპირ მივულოცო ს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ირაკლი კობახიძე საკუთარი სერიოზული დამოკიდებულებით საკუთარ წვლილს შეიტანს სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. 6 იანვრის შემდეგ, როცა მთავრობათაშორისი კომიტეტის მეცამეტე სხდომა ჩატარდა, ამ სესიაზე ჩვენ ხელი მოვაწერეთ დეკლარაციას ისეთი ამბიციური გეგმების განსახორციელებლად, რომელიც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას გულისხმობს. მაქვს საშუალება ახლა განვიხილო პრაქტიკული განხორციელების გზები ჩემს ახალ კოლეგასთან და ის ქმედებები, რომელიც საჭიროა ამ დეკლარაციის განხორციელებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ აღიარებულია ორივე ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ასევე საუბარი გვქონდა კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა რომ იყოს ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არამხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობისაა, არამედ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის მდგრადობისა და ურთიერთგაგების საფუძველზე დადებული თანამშრომლობა. წინა წელს საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი და მივესალმები ამ ფაქტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან არამარტო ჩვენს რეგიონზე აქვს გავლენა, არამედ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზეც. სომხეთის რესპუბლიკა ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ევროინტეგრაციას“,- განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ