ნიკა მელია მამუკა მდინარაძეს – ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით

ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება.
„ჯერ ერთი, ეტყობა, გაგიჭირდათ, თორემ მორალი ნამდვილად არ დაგიშლიდათ, სადაც საჯარო მოხელეებს ითრევთ დეზინფორმაციის ტირაჟირებაში, სხვასაც მოსთხოვდით. ექიმებო პაციენტებს მიხედეთ, მსახიობებო სპექტაკლი ითამაშეთ, მოცეკვავეებო იცეკვეთ, მომღერლებო იმღერეთ, ფეხბურთელებო, ბურთი აგორავეთ, ქვეყნის ბედს კი ჩვენ განგისაზღვრავთ, ამბობს მდინარაძე. ეს ქვეყანა ყველასია, ევროპული მომავალი ეროვნული არჩევანია, ეს კანონი გვეხება ყველას, ვისაც გვინდა ევროპა“- წერს „ფეისბუქზე“ მელია.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების აზრის დაფიქსირებაზე ისაუბრა. მათ შორის, მდინარაძემ მიმართა ფეხბურთელებს,რომ „მიხედონ თავიანთ მაგარ საქმეს“.
„ბიჭებო მიხედეთ იმ ძალიან მაგარ საქმეს, რაშიც ჩემპიონები ხართ, არანორმალურად მაგრები ხართ და მართლა გმირები ხართ. არც ჩვენ გვინდა. გავჩერდეთ“-განაცხადა მდინარაძემ.