ნიკა მელია – თუ ვინმეს არ უდგას ახლა იდენტობის პრობლემა, ეს არის ჩვენი გუნდი

ვფიქრობ, თუ ვინმეს არ უდგას ახლა იდენტობის პრობლემა, ეს არის ჩვენი გუნდი, – ასე უპასუხა “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ და პოლიტიკური გაერთიანება “ახალის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მ ჟურნალისტების კითხვას, თუ როგორ აპირებს “ნაციონალური მოძრაობისგან” დისტანცირებას.
როგორც მელიამ აღნიშნა, მისი და ს პოლიტიკურ გაერთიანება “ახალს” არაფერი აკავშირებს არცერთ სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიასთან გარდა საერთო ინტერესისა, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და კეთილდღეობით სავსე. “თუ რაიმე კითხვა არ უნდა დაისვას, ვინმე თუ დისტანცირდა რაიმესგან, დისტანცირებული ვარ მე ამ ორგანიზაციისგან მთელი 1 წლის განმავლობაში. ვსაუბრობდი, რა განსხვავებები გვაქვს ჩვენ და რა განსხვავებები აქვს ჩვენი ამომრჩევლების ძალიან დიდ არმიას, რომელმაც მივიღეთ გადაწყვეტილება და იდეურად ჩამოვაყალიბეთ ახალი პოლიტიკური პარტია ნიკა გვარამიას გუნდთან ერთად. ვფიქრობ, თუ ვინმეს არ უდგას ახლა იდენტობის პრობლემა, ეს არის ჩვენი გუნდი. ჩვენ არაფერი გვაკავშირებს არცერთ სხვა პოლიტიკურ ოპოზიციურ პარტიასთან გარდა საერთო ინტერესისა, რომ ქვეყანა იყოს წარმატებული და კეთილდღეობით სავსე”,-განაცხადა მელიამ.
მან არ გამორიცხა, რომ „ახალს“ სხვა ადამიანებიც შეუერთდნენ.
როგორც მელია აღნიშნავს, 3 თვე, 14 დეკემბრიდან დღემდე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები.
„მნიშვნელოვანია ერთობა იყოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების მიერ განსხვავებულად დანახული. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, უნდა ვკონცენტრირდეთ ამ გუნდის გაძლიერებით. მაქსიმალურად სწრაფად დავიწყოთ საარჩევნო კამპანია, რომელიც რეალურად ყრილობის შემდეგ დაიწყება. ჩვენთვის მთავარია მაინც ამომრჩეველი, ჩვენი თანამებრძოლები. ამ პარტიას ეყოლება ლიდერი, მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი. ჩვენ მივდივართ განსხვავებული გზით, პარტიას ეყოლება თანათავმჯდომარეები. 3 თვე მიმდინარეობდა ეს მოლაპარაკებები, კერძოდ 14 დეკემბრიდან დღემდე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი რამ ავწონ -დავწონეთ და ვფიქრობ, რომ პარტია იქნება ორიენტირებული სხვადასხვა ტიპის ამომრჩეველზე. ნურავის ექნება იმის მოლოდინი, რომ ერთ ან ორ კონკრეტულ სეგმენტზე ვიმუშავებთ, ეს იქნება სახალხო პარტია, რომელიც არჩევნებამდე გახდება მთავარი ოპოზიციური პარტია. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ვინმეს კლონი უნდა ვიყოთ, ჩვენ ეს ამბიცია ნამდვილად არ გვაქვს. განსაკუთრებით შეუძლებელია ეს ამბიცია მქონდეს მე, რადგან მე თუ ვინმეს კლონირების სურვილი გამიჩნდებოდა, იმ გადაწყვეტილებას არ მივიღებდი შარშან. ეს პარტია იქნება ყველასთვის მისაღები პარტია, ამ პარტიას აქვს სახელისუფლებო ამბიციები. რაც შეეხება საარჩევნო ნომერს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც საარჩევნო ნომერთან დაკავშირებით ხელი გამოგვიწოდა. ჩვენ მინიმუმ ივნისის თვემდე არ გვექნებოდა საარჩევნო ნომერი. გვქონდა მოულაპარაკებიათ #1, #4 და #6 -თან, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა #4-თან დაკავშირებით და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ნიკა მაჭუტაძისთვის. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს და ამ დამცირებას ვერავის მივაყენებდი, რომ ვინმეს რაიმეს დავპირებოდი, რაიმეს სანაცვლოდ, მადლობა მას“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ