რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ისრაელის ტანკი დააფიქსირეს

რაფაჰის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ღაზას მხარეს ს ტანკი დააფიქსირეს.
კადრები, რომელშიც ისრაელის ტანკი ჩანს Channel 12 news-ის პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ამიტ სეგალმა თავის „ტელეგრამ“ არხზე გაავრცელა.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაფაჰის აღმოსავლეთ გარეუბნებში ისრაელის ტანკები გამოჩნდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებს რაფაჰში ოპერაციის დაწყების შესახებ საჯარო განცხადება, ჯერჯერობით, არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ისრაელმა გუშინ, მას შემდეგ რაც ევაკუაციის რეკომენდაცია გასცა, აღმოსავლეთ რაფაჰში საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში