„ჰეზბოლას“ მხრიდან დრონით თავდასხმის შედეგად ორი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა

ს ჩრდილოეთ ნაწილში, მეტულას მახლობლად განთავსებულ ისრაელის არმიის პოზიციაზე „ჰეზბოლას“ მიერ განხორციელებული დრონით თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაიღუპა, – ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
თავდაცვის ძალების მტკიცებით, მცდელობის მიუხედავად ასაფეთქებელი დრონის შეჩერება ვერ შეძლო.
დაღუპულები 31 წლის სამხედრო მოსამსახურეები არიან და ორივე 551-ე ბრიგადის 6551-ე ბატალიონში მსახურობდა.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, თავდასხმის დროს მსუბუქად დაშავდა კიდევ ერთი ჯარისკაცი.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემაჯამებელი განცხადება საქართველოზე – წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განიხილონ ევროკავშირის ყველაზე შესაფერისი პასუხი კანონის ამოქმედების შემთხვევაში