ნიკა გვარამია – ვინც ხელს შეუშლის ჩვენ არჩევანს და დასავლეთის არჩევანს, მას მოუწევს, რომ წავიდეს!

ვინც ხელს შეუშლის ჩვენ არჩევანს და დასავლეთის არჩევანს, მას მოუწევს, რომ წავიდეს! – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ლიდერმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა დასავლელი პარტნიორების განცხადებებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
გვარამიას თქმით, აბსოლუტურად გასაგებია, რა პოზიციაც დაფიქსირდა.
„მე, „ქართული ოცნების“ ადგილზე სერიოზულად დავფიქრდებოდი, რა გვითხრეს, რა უთხრეს მათ, პირველ რიგში. ვნახოთ, ვადევნოთ მოვლენების განვითარებას თვალ-ყური. მე არ ვისპეკულირებ, ვერ ვიმკითხავებ რა მოხდება და როგორ მოხდება. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, დასავლეთი არის ქართველი ხალხის არჩევანი და საქართველო არის დასავლეთის არჩევანი. არც ჩვენ წავალთ აქედან უკან და არც ისინი წავლენ აქედან უკან! ვინც ხელს შეუშლის ჩვენ არჩევანს და დასავლეთის არჩევანს მას მოუწევს, რომ წავიდეს! სადაც უნდა, თვითონ აირჩიოს“, – განაცხადა გვარამიამ.