ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნიდერლანდებში სამი პოლიტიკური პარტია კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმდა

ნიდერლანდებში სამი პოლიტიკური პარტია კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმდა

ნიდერლანდებში სამი პოლიტიკური პარტია კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული ცენტრისტული პარტია „დემოკრატები 66“, კონსერვატიული „ქრისტიან-დემოკრატები“ და მემარჯვენე პარტია „თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის“ (VVD) უმცირესობის მთავრობის შექმნის შესახებ შეთანხმდნენ.

კოალიციაში შემავალ პარტიებს ნიდერლანდების პარლამენტის 150-ადგილიან ქვედა პალატაში 66 მანდატი ექნებათ. ასევე, კოალიციას უმრავლესობა არც ზედა პალატაში, სენატში ექნება.

უმცირესობის მთავრობას პარტია „დემოკრატები 66“-ის ლიდერი, 38 წლის რობ იეტენი, უხელმძღვანელებს, რომელიც ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი გახდება.

მთავრობის ფორმირება მომდევნო რამდენიმე კვირაში მოხდება, ხოლო ახალი მთავრობის მიერ ფიცის დადება 23 თებერვალს არის დაგეგმილი.

შეგახსენებთ, 2025 წლის ოქტომბერში ნიდერლანდებში გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ცენტრისტულმა პარტიამ „დემოკრატები 66“ და ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ (PVV) თანაბარი რაოდენობის 26-26 მანდატი მოიპოვეს, თუმცა „დემოკრატები 66“-მა „თავისუფლების პარტიასთან“ შედარებით 29668-ით მეტი ხმა მიიღო და არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.