ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 თვითმფრინავების საბრძოლო მასალისა და დრონების შესაძენად 350 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს

ნიდერლანდები უკრაინისთვის F-16 ტიპის თვითმფრინავების საბრძოლო მასალის შესაძენად 150 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს, დრონების შესაძენად კი – 200 მილიონ ევროზე მეტს, – ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა.
მისი თქმით, ნიდერლანდები F-16-ისთვის ჰაერი-მიწა კლასის საბრძოლო მასალას შეიძენს. გარდა ამისა, ქვეყანა რუმინეთში უკრაინელი და რუმინელი პილოტების მოსამზადებლად ადრე დაპირებულ F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გაგზავნის.
„ეს ეხება არა მხოლოდ თავად თვითმფრინავს, არამედ მასთან დაკავშირებულ ყველა სათადარიგო ნაწილს და საბრძოლო მასალას“, – აღნიშნულია ოლონგრენის განცხადებაში.
ნიდერლანდები ასევე 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს დრონებისთვის. კერძოდ, იგეგმება მნიშვნელოვანი რაოდენობის სათვალთვალო-სადაზვერვო დანიშნულების დრონების შეძენა და ში გაგზავნა. ეს კეთდება სხვა პარტნიორებთან და უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან კონსულტაციების შემდეგ.
”ეს დრონები უკვე გამოიყენება და კარგად წარმოაჩინეს თავი ბრძოლის ველზე”, – განაცხადა ოლონგრენმა.

ასევე დაგაინტერესებთ