ნაცრადიკალების ე.წ. სცენარობანა მორიგი გადატრიალებისთვის, მაინც ფიასკოთი დასრულდება

“იმედის” “ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი, გია აბაშიძე. როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს. მისივე თქმით, იგორ ბლაჟევიჩი ამ დროისთვის საჯაროდ მოძიებულია, ის 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად გამოჩნდა; იყო მოდერატორი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ლაპარაკობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე. „ნაცრადიკალების ე.წ. სცენარობანა მორიგი გადატრიალებისთვის, მაინც ფიასკოთი დასრულდება, გინდ პრაღაში დაიწეროს მზაკვრული გეგმა და გინდ ტალინში. უსამშობლოებს ე.წ. რევოლუციისთვის არცერთი თანმხვედრი ფაქტორი არ აქვთ და ვერც ექნებათ.
კერძოდ: ელიტების ფრაგმენტაცია, სამართალდამცველთა და არმიის მერყეობა, ალტერნატიული ლეგიტიმაციის ცენტრი, სოციალურ- ეკონომიკური კრიზისი, გარე ფაქტორები (მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა), ე.წ. “უკანასკნელი წვეთი”. “იმედის” “ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად “პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის” ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს. „ქრონიკის“ ცნობითვე, საქართველოში დაგეგმილ და მზადების პროცესში მყოფ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.
რაც შეეხება იგორ ბლაჟევიჩს, “ქრონიკისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, მან რამდენიმე დღის წინ ოპოზიციას მორიგი ტრენინგი ჩაუტარა, ზოგადად კი, მოასწრო ათზე მეტი ტრენინგის ჩატარება და კონკრეტული დავალებებიც გასცა. არსებული ინფორმაციით, ამ ტრენინგს, ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა ესწრებოდა ორგანიზაცია “ფარის” დამფუძნებელი დავით გუნაშვილი. „ქრონიკის“ ინფორმაციით, სწორედ ბლაჟევიჩმა დაავალა „TV პირველს“ გაეხმაურებინა მოგონილი ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებზე. ვინ არის იგორ ბლაჟევიჩი და რა დავალებებს გასცემს ის საქართველოში – ღია წყაროებით იძებნება, რომ ის ახლა პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის წარმომადგენელია. იძებნება სოციალურ ქსელში მისი აქციების მხარდამჭერი აქტივობა. მუდმივად აზიარებს საქართველოში მიმდინარე პროტესტს, აკრიტიკებს ასევე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს, მათ შორის გამჭვირვალობის კანონს. რაც ამ დროისთვის საჯაროდ მოძიებულია, ის 2025 წელს თინა ხიდაშელთან, გია ნოდიასა და საბა ბრაჭველთან ერთად გამოჩნდა; იყო მოდერატორი ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სადაც ლაპარაკობდნენ სანქციებზე, წინააღმდეგობის გაწევასა და ხელისუფლების ცვლილებაზე. ახლა კი, „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს უწერს სექტანტებს.“ – წერს აბაშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს