ნაუსედა EU-ს უკრაინასთან წევრობაზე მოლაპარაკებების დაწყების დროს ასახელებს – ევროსაბჭოს სამიტი

ევროკავშირის ლიდერები დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. განხილვის მთავარი საკითხია, როდის გაიმართება სთან და მოლდოვასთან მოლაპარაკების პირველი რაუნდი EU-ში გაწევრიანების შესახებ.
ევროპული საბჭოს ორდღიანი სამიტი, რამდენიმე საათის წინ გაიხსნა, ლიდერები იმსჯელებენ ომში მყოფი ქვეყნისთვის მხარდაჭერის გაძლიერებაზეც. ლიეტუის პრეზიდენტმა დღეს დაასახელა სავარაუდო პერიოდიც, რომელიც შესაძლოა, უკრიანისთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდეს.
ჩვენ გვესმის ვლადიმირ ზელენსკის, რომელიც ითხოვს ევროინტეგრაციის დაჩქარების პროცესს. ჩემთვის მნიშვნელოვანია დავინახო, რომ ევროინსტიტუტები მზად არიან მოლაპარაკებების დასაწყებად და ეს ამ წლის ივნისში მოხდება. თუ ჩვენ ამას რაც შეიძლება სწრაფად შევძლებთ, ეს იქნება ჩვენი ქმედითუნარიანობის დასტური. უკრაინამ გაატარა უპრეცედენტო რეფორმები, უპრეცედენტო პირობებში. ახლა ჩვენი ჯერია”, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი მელაშვილი: ამ დროს მათ იმედი აქვთ, რომ თავიანთი შვილები დასავლეთში ისწავლიან, მათი ცოლები შვილებს იქ გააჩენენ და იქაურ მოქალაქეობას მიიღებენ, თქვენ კიდევ გაგბერავენ ტყუილებით იმაზე, რომ …