არქივი1 სექტემბერი, 2024, 20:45
ნატო ჩხეიძე: ასე მოიქცეოდა ჭკუათმყოფელი ხელისუფალი
"სერიიდან:
რა სად როდის როგორ
მთელი ქვეყანა ბათუმს და ტელევიზორს მისჩერებია: რას გადაწყვეტს საკონსტიტუციო სასამართლო?
უფრო სწორად, მიიღებს თუ არა წარმოებაში და მერე რა დასკვნას დაწერს.
ახლა, როცა ქოცები, მიუხედავად დიქტატურისკენ და ჩრდილიეთისკენ აღებული სრული სვლისა, ამომრჩეველს მაინც წარბშეუხრელად უბეჯითებენ, რომ ევროპისკენ მიდიან, დასკვნაც, სწორედ რომ საარჩევნოდ, რუსული კანონის აღსრულების შეჩერების სასარგებლოდ უნდა იქნას გამოტანილი.
ხმების გაყოფა ( 4:4), პრაქტიკულად რუსული კანონის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნება და ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობის ილუზიას წაადგება.
უნდა შეაჩეროს.
ასე მოიქცეოდა ჭკუათმყოფელი ხელისუფალი.
ესეც საარჩევნო ტრიუკი იქნებოდა, ცხადია, მაგრამ პირს მაინც მოიწმენდნენ, ევროპაზე რომ ღაღადებენ.
ჰოდა, რამდენიმე დღეში გაირკვევა, შერჩა თუ არა იმ ბრძენკაცს სატრიუკო არსენალი," - წერს სოციალურ ქსელში დეპუტატი ნატო ჩხეიძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.