ბრიუსელში დღეს ნატო-უკრაინის საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა სოციალურ პლატფორმა X-ზე იუწყება.
მისი ინფორმაციით, საბჭოს რიგგარეშე სხდომა უკრაინის მოთხოვნით და რუსეთის მიერ ბოლო დროს განხორციელებული მასიური საჰაერო თავდასხმების საპასუხოდ გაიმართება.
“ველით, რომ გაიმართება ფოკუსირებული დისკუსია ერთობლივი ნაბიჯების შესახებ, რათა ადეკვატურად ვუპასუხოთ რუსეთის მიერ სამშვიდობო ძალისხმევის უარყოფას და უკრაინელების წინააღმდეგ ტერორის ესკალაციას. მადლიერები ვართ ნატო-ს და ყველა მოკავშირის მიმართ, რომლებიც აგრძელებენ უკრაინისა და სამშვიდობო ძალისხმევისადმი მტკიცე მხარდაჭერის გამოვლენას. ომის გახანგრძლივების გამო მოსკოვმა შედეგი – უფრო ძლიერი ზეწოლა უნდა იგრძნოს”, – წერს სიბიგა.
შეგახსენებთ, 28 აგვისტოს ღამეს რუსეთმა უკრაინის რეგიონებზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც უკრაინის დედაქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა.
