ნანუკა ჟორჟოლიანი: თუ გამარჯვება გვინდა, ერთობას ალტერნატივა არ აქვს

“მეგობრებო, ჩემი სტატუსი გოტას მიმართ თუ ზედმეტად აგრესიული იყო ბოდიში.
ამ ბრძოლაში ნებისმიერი მეომრის განაწყენება ახლა ქოცობაა.
განსაკუთრებით ისეთი მეომრების, რომლებიც არ იღლებიან, არ ნებდებიან.
ამ ბრძოლაში საუბარი იმაზე, რომ უნდა დაასრულო პარტია, რომლის ამომრჩეველიც დაუღალავად იბრძვის, არ ნებდება აგერ უკვე 13 წელია ასევე ქოცობაა.
თან ეს ამომრჩეველი ცოტა არაა და ყოველთვის წინა ხაზზე დგას. ყოველთვის მზადაა ერთობისთვის.
მოდით შევთანხმდეთ მთავარზე, დავასრულოთ რუსები და შემდეგ ხალხმა გადაწყვიტოს.
მთავარი რისთვისაც ყველა ვიბრძვით, განსხვავებულობის მიუხედავად თანაცხოვრებაა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვახერხოთ ისე, როგორც ამდენი დღეა ვახერხებთ.
თუ გამარჯვება გვინდა, ერთობას ალტერნატივა არ აქვს,” – წერს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს