ნანკა კალატოზიშვილი: აი, ეს არის ჩემთვის ტრაგედია… ნიკა წულუკიძე ძალიან მიყვარს, მაგრამ უნდა ხვდებოდეს…

“ეს ადამიანები რეპუტაციის ხარჯზე ასულდგმულებენ არხს, რომელიც არის პროპაგანდისტული – ვერ დავიჯერებ, რომ ნიკა წულუკიძეს მოსწონს ეს, მაგრამ დღეს მარტო იმით შეუძლია შემოიფარგლოს, რომ “თავისუფლება ანდროს” დაწეროს.დღეს, იმ არხზე მუშაობს ჩვენი უსაყვარლესი ნიკა წულუკიძე და იმასაც ვერ ბედავს, რომ ეთერიდან დაგმოს. აი, ეს არის ჩემთვის ტრაგედია. ვიცი, ნიკას როგორ ვუყვარვარ და ზუსტად იცის, როგორ გვიყვარს ჩვენ. მე ძალიან მიყვარს ნიკა და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ უნდა ხვდებოდეს, რომ თავისი კარგი რეპუტაციით, კარგი ადამიანობით ის არ იმსახურებს, რომ მისი ცნობადობით ესენი რეიტინგს იწერდნენ…“ – ამის შესახებ მსახიობმა, ნანკა კალატოზიშვილმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – არაერთი წყაროდან არის ცნობილი, რომ ათობით ათასი რუსი მიაწყდა ლარსის გამშვებ პუნქტს და ისინი საქართველოში ეძებენ ახალ ნავსაყუდელს – რეჟიმმა არაფერი გააკეთა, რომ ადეკვატური ზომები მიეღო, რადგან ის არასდროს ემსახურებოდა ქართველ ხალხს