ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს

ნანა მალაშხია, „ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს
ნანა მალაშხია-“ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს 2023 წლის მარტის აქციებიდან. იცით თუ არა, რომ ის თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს, არ დაუშლიათ აქციებზე გამოსვლა და ა.შ. ეს მისი უფლებაა-ღიად გამოხატოს თავისი მოსაზრება,რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც მისი თანამშრომლის, იცავს თბილისის მერი , – ამის შესახებ Facebook-ზე თბილისის მერიის თანამშრომელი ლაშა გეგეჭკორი წერს.
„ნანა მალაშხია-“ქალი ევროკავშირის დროშით” ბევრს გვახსოვს 2023 წლის მარტის აქციებიდან. ის პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯილდოვა. ბოლო პერიოდშიც ხშირად ჩნდება აქციებზე, უფრო მეტიც-მან საჯარო მოხელეებს მოუწოდა “არ მიიღონ მონაწილეობა 29 აპრილის შეკრებაში და დადგნენ სწორ მხარეს.”
იცით თუ არა, რომ ის თვითონ გახლავთ საჯარო მოხელე და თბილისის მერიაში მუშაობს? არც 2023 წლის, არც მიმდინარე აქციებში მონაწილეობისთვის და არც ამ მოწოდებისთვის მისთვის სიტყვა არავის უთქვამს, არ დაუშლიათ აქციებზე გამოსვლა და ა.შ. ეს მისი უფლებაა-ღიად გამოხატოს თავისი მოსაზრება,რომელსაც ამ შემთხვევაში, როგორც მისი თანამშრომლის, იცავს თბილისის მერი კახი კალაძე.
თბილისის მერიაში არავის ყოფენ პოლიტიკური ნიშნით და ეს მაგალითი ერთ-ერთია. ჩვენთან თანამშრომელი მოვალეობის შესრულების ხარისხით ფასდება. მეც საჯარო მოხელე ვარ,თბილისის მერიაში ვმუშაობ და როგორც ის მხარე წერს,არავინ მაძალებს 29 აპრილს შეკრებაზე წასვლას. მივდივარ ჩემი აზრის დასაფიქსირებლად, რომ საქართველო ირჩევს მეგობრებს და არა-ბატონებს! მივდივარ იმიტომ, რომ მინდა საქართველოს მომავალი ბედი საქართველოში გადაწყდეს! თქვენ კი ამისთვის მოსყიდულს მეძახით. შეურაცხყოფას მაყენებთ, ძალით მიგათრევენო.
ცოტა “სტავკა” აგეწიათ, რით ვერ გამოხვედით ხახვი/კარტოფილის ნაციონალური ბადურიდან. არავინ დაგვაჯილდოებს ღირსების მედლით მე და ჩემნაირ ასიათასობით ადამიანს 29 აპრილის შეკრებაზე მისვლისთვის. არც გვინდა, ჩვენი სინდის-ნამუსი გვკარნახობს სად,როდის და რატომ მივიდეთ.
ბოლოს კი,როგორც €პარლამენტარი კუბილიუსი იტყოდა, “how are you my friends – როგორ ხართ ჩემო მეგობრებო?”, – წერს ლაშა გეგეჭკორი.

ასევე დაგაინტერესებთ