ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ნანა დიხამინჯია: სპექტაკლზე ახორციელებენ ორგანიზებულ შეტევას, აქამდე დავედით. წიგნების აკრძალვაზე როდის გადავალთ, ველი

ნანა დიხამინჯია: სპექტაკლზე ახორციელებენ ორგანიზებულ შეტევას, აქამდე დავედით. წიგნების აკრძალვაზე როდის გადავალთ, ველი
"ტვიმედზე ვინც მუშაობს, სირცხვილით როგორ არ იწვის ყოველ დილას, არ ვიცი.
მარიკა ბაკურაძეს ვერ ვთაგავ და "ოქროს გლობუსის" საერთაშორისო ჟურნალისტთა წევრობით რომ იწონებდა თავს, მანდ იციან, რომ ჰომოფობიურ და სიძულვილის წამახალისებელ არხზე მუშაობს?
სპექტაკლზე ახორციელებენ ორგანიზებულ შეტევას, აქამდე დავედით. წიგნების აკრძალვაზე როდის გადავალთ, ველი.
აფსუს, 90-იანებში გოგი გახარია ფსიქოში რა რთული ფილმების ჩვენებას ახერხებდა და სადამდე დავეცით, რომ თურმე სპექტაკლი რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს და ლგბტ პროპაგანდას აწარმოებს.
ამ არხის მფლობელის ქალიშვილი ღიად ლესბოსელია, ქალზეა დაქორწინებული და შვილიც ჰყავს. და ამ დროს მამამისი სპექტაკლებს ერჩის. ამათ უტვინობაზე და ბოროტებაზე მეტად ეს ფარისევლობაა გულისამრევი. წარმომიდგენია, მათივე შვილებს როგორ რცხვენიათ ასეთი მშობლების," - წერს სოციალურ ქსელში “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.